- • პარტიის სტრუქტურული გაძლიერება და შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება, როცა პარტიის ყველა წევრს ეძლევა შანსი მონაწილეობა მიიღოს პარტიის მართვაში
- • თბილისის მასშტაბით პარტიის იდეოლოგიური ხაზის გატარება, “ ლელოს“ ხედვების პოპულარიზაცია, თბილისელი ამომრჩევლების ინფორმირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარტიის პოზიციისა და ამოცანების შესახებ
- • მოსახლეობის ინტერესების შესწავლა და მათზე ზრუნვა
- • თბილისის სამომავლო განვითარების კონცეფციის შემუშავება
2023 წლის 19 ნოემბერს ჩატარდება „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია და მმართველი რგოლის არჩევნები. კონფერენციაზე არჩეული იქნება თბილისის ორგანიზაციის საბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, განისაზღვრება საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის მისამართის მქონე პარტიის ყველა წევრს.
კონფერენცია გაიმართება თბილისში
- კონსტიტუციის ქუჩა 6/52-ში
რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
-
რა მიზნით იქმნება თბილისის ორგანიზაცია და მისი მმართველი საბჭო? რა ფუნქციები აქვს საბჭოს?
თბილისის ორგანიზაციის შექმნის მიზანია :
ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვისთვის 2 წლით არჩეული იქნებიან ორგანიზაციის თავმჯდომარე და მმართველი საბჭო.
მმართველი საბჭოს ფუნქციებია:
- • თბილისის ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა როგორც ყველა დონის საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, პარტიული საქმიანობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
- • თბილისის ორგანიზაციის ეფექტიანი სტრუქტურის გამართვა, გაძლიერება, მომზადება
- • პარტიის წევრობის მსურველთა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება
- • ორგანიზაციის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და განკარგვა
- • საბჭოს სხდომები თავმჯდომარის მოწვევით ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ
-
როდის და როგორ დავრეგისტრირდეთ კონფერენციის დელეგატად?
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის მისამართის მქონე პარტიის წევრებს.
კონფერენციის დელეგატად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2023 წლის 15 ნოემბრამდე (თარიღის ჩათვლით) “ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ან ელექტრონულად. ამისთვის შეავსეთ აქ განთავსებული რეგისტრაციის ფორმა
ყურადღება!
გთხოვთ, მანამდე აუცილებლად გადაამოწმოთ თქვენი თავი „ლელოს“ პარტიის წევრთა ბაზაში.
იმის გადასამოწმებლად, ხართ თუ არა დარეგისტრირებული პარტიის წევრთა ბაზაში, დაუკავშირდით „ლელოს“ პარტიის წევრთა სამსახურს ტელეფონზე : 577 311 766 ნინო თოლორაია, ან მობრძანდით“ ლელოს“ ცენტრალურ ოფისში.„ლელოს“ ცენტრალური ოფისის მისამართია: თბილისი, ვაგზლის მოედანი #2. მოქალაქეთა მისაღების ტელ. : 032 2 23 22 88 ან 577 342 945
-
როდის და როგორ დავრეგისტრირდეთ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ან თბილისის ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად?
კონფერენციის ყველა დელეგატს აქვს უფლება კენჭი იყაროს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ან მმართველი საბჭოს წევრად.
თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ან საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი (თარიღის ჩათვლით).
თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭიროა კონფერენციის არანაკლებ 20 დელეგატის მხარდაჭერა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს.
საბჭოს წევრობის კანდიდატად თავისი თავის დასახელების უფლება აქვს კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს, თუ მის წარდგენას მხარს დაუჭერს კონფერენციის არანაკლებ 5 დელეგატი, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს.
თითოეულ დელეგატს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს კონფერენცია ირჩევს ფარული კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა არ ტარდება თუ თავმჯდომარედ კენჭს იყრის მხოლოდ ერთი კანდიდატი.
- • კონფერენციის ყველა დელეგატს, რომელსაც აქვს სურვილი კენჭი იყაროს როგორც „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ისე მმართველი საბჭოს წევრად, შეუძლია განაცხადი შეავსოს როგორც ელექტრონულად , ასევე „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
• CV ფოტოსურათით
• კანდიდატურის წარმდგენი დელეგატების მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანდართული ფორმით). გადმოწერა
ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში, ხელმოწერილ დოკუმენტს შეგიძლიათ გადაუღოთ სურათი და ატვირთოთ სურათის ატვირთვის ველში. ასევე, გთხოვთ თან იქონიოთ დედანი. ცენტრალურ ოფისში წარსადგენად.დელეგატების სიასთან დაკავშირებით მიმართეთ „ლელოს“ რაიონულ წარმომადგენლებს თბილისში:
რაიონი წარმომადგენელი ტელეფონი მთაწმინდა თამილა ჟორჟოლიანი 558 21 80 80 კრწანისი თამარ ბოყოველი 591 25 15 88 ვაკე გრიგოლ ნიშნიანიძე 599 71 56 28 საბურთალო რამაზ მანდარია 577 10 10 30 დიდუბე თათია ჯიმშიტაშვილი 599 65 25 26 ჩუღურეთი მანანა ღვინჯილია 595 01 10 22 გლდანი თამარ გიორგაშვილი 577 311 759 ნაძალდევი ნიკა ჩერქეზიშვილი 577 62 22 19 ისანი ბაია რომელაშვილი 591 00 77 05 სამგორი გულიკო ზუმბაძე 591 02 22 99 ან „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში.
თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ან მმართველი საბჭო წევრობის მსურველებს შეგიძლიათ ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენს პროგრამაზე, კონცეფციასა და ხედვებზე წარადგინოთ ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.
გისურვებთ წარმატებებს!